

პროგრესის ეროვნული სასწავლო პროგრამა K12
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თანხვედრაშია და სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ ინოვაციურ, მაღალი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. სწავლების თანამედროვე მეთოდები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ შემუშავდა. კვალიფიციური პედაგოგები და სპეციალისტები კი უზრუნველყოფენ ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების წარმატებულ ფუნქციონირებას, რომელიც სწავლების ხარისხზე და დადებით შედეგებზეა ორიენტირებული.
დეტალურად
_1719641327.png)
პროგრესის საერთაშორისო სკოლების ამერიკული სასწავლო პროგრამა
საუკეთესო არჩევანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლებისკენ მიისწრაფიან და წარმატებულ საერთაშორისო კარიერას გეგმავენ. პროგრამის ფარგლებში გაცემული საშუალო განათლების დიპლომი აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული განათლების დონეზე. რას გვაძლევს პროგრესის ამერიკული სასწავლო პროგრამა? ღებულობ საერთაშორისო დიპლომს - აღიარებული როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. სწავლობ წინასაუნივერსიტეტო საგნებს - კრედიტების აღიარება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში...
დეტალურად

სკოლამდელი პროგრამა
შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმი საერთაშორისო პროგრამების განხორციელებით, უცხოური ენების გაძლიერებული სწავლებით, STEM მიმართულების, სკოლამდელი და არაფორმალური, სამეწარმეო და პროფესიული განათლების საფუძველზე, უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება, უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს დასავლუ...
დეტალურად

არაფორმალური განათლება
პროგრესელები ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური ცოდნისა და უნარების დაგროვებას სხვადასხვა კლუბებისა და პროექტების მეშვეობით ახერხებენ. პროგრესში არაფორმალური განათლების ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბება 2016 წელს, სამოქალაქო განათლების კლუბის დაფუძნებით დაიწყო. დღეს კი სამივე სკოლის მასშტაბით, მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული 20-მდე სახეობის კლუბი ფუნქციონირებს, მათ შორის რამდენიმე ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფია გამოყოფილი. კლუბების საქმიანობა სრულად არის სინქრონიზებული...
დეტალურად
_1719641312.png)
ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამა
ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს College Board-ის მიერ მინიჭებული ავტორიზაციით პროგრესს უფლება აქვს ადმინისტრირება გაუწიოს შემდეგ პროგრამებს: AP; PSAT; SAT; SAT subjects; ACT; GR. ჩამოთვლილი პროგრამების ავტორიზაცია პროგრესელებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და სკოლაშივე ჩააბარონ ის გამოცდები, რომელთაც მსოფლიოს უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ. ამერიკული AdvancED აკრედიტაცია პ...
დეტალურად
_1719645595.png)
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები
დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა (I-VI კლასები) დაწყებითი საფეხურის მისია სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა; საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; წაკითხულის გააზრებისა და მათემატიკაში ფიქრისა და აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობა; დამოუკიდებლობის, თვითშეფასებისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებ...
დეტალურად
_1719641278.png)
პროფესიული განათლება
პროგრესის საერთაშორისო განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ორი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ დაინტერესებულ პირებს: კომპიუტერული ქსელი და სისტემები; ვებტექნოლოგიები. პროგრამებზე სწავლა შეუძლია მსმენელების ორ კატეგორიას: საბაზო (9 კლასის) განათლების მქონე პირები - ინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში პარალელურად ეუფლებიან პროფესიულ და ზოგად განათლებას, პროგრამა გრძელდ...
დეტალურად