ევროპის დღე პროგრესში
ევროპის დღის ორდღიანი ღონისძიება ქუთაისში გამორჩეულად ჩატარდა. მთავარი ღონისძიების მასპინძელი ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი იყო!
24 ოქტომბერი – ევროპის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე პროგრესის ამერიკული სკოლების მუსიკალურმა გუნდმა შეასრულა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, რაც ღონისძიების შთამბეჭდავ და ემოციურ დასაწყისად იქცა.
25 ოქტომბერი – ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ქუთაისის კამპუსმა უმასპინძლა ევროპის დღის მთავარ ფესტივალს! მთელი კამპუსი გადაიქცა ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცედ – შემეცნებითი თამაშებით, მწვანე ვორქშოპებით, ინტერაქტიული წარმოდგენებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით სავსე ფესტივალად. ფესტივალის გულში იყო Progress InfoHub – ექსკლუზიური საინფორმაციო და გასართობი ზონა განსაკუთრებული პრიზებითა და აქტივობებით!
ღონისძიების ფარგლებში სკოლას #ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, და #შვედეთის ელჩი საქართველოში, ანნა ლიბერგი სტუმრობდნენ.
დიპლომატები ოფიციალურად შეხვდნენ პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელს, გენერალურ დირექტორს ნინა ჩიკვაშვილს და აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კილაძეს. დაათვალიერეს კამპუსი, ევროპის დღის საგამოფენო სივრცეები და გაეცნენ პროგრესის საგანმანათლებლო ინოვაციებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს.
საღამოს, ფესტივალის დასასრულს, ევროპის დღის მთავარი კონცერტი გახსნა პროგრესის ბენდმა "Progress"! ენერგიითა და მუსიკით სავსე შესრულებამ ორდღიანი ღონისძიების დასრულება დაუვიწყარად აქცია.
