პროგრესის საზაფხულო ბანაკში მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
გაატარე ზაფხულის თავგადასავლებით სავსე 10 ან 7 დღე პროგრესის საზაფხულო ბანაკში - გაიმარჯვე და მოიპოვე სამი მთავარი პრიზიდან ერთ-ერთი:
- ლონდონის საზაფხულო სკოლის სრული დაფინანსება;
- პროგრესის High School-ის პროგრამის (მე-11-12 კლასი) სრული დაფინანსება;
- პროგრესის ნებისმიერ პროგრამაზე სწავლის 50%-იანი დაფინანსება.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია 8-დან 18 წლამდე მოზარდებს, რომლებსაც სურვილი აქვს ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოში გაიუმჯობესონ ინგლისური ენის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები და მიიღონ ღირებული ცოდნა მომავალი პროფესიების შესახებ.
რა გელოდება პროგრესის საზაფხულო ბანაკში?
პროგრესის საზაფხულო ბანაკი სრულად ინგლისურენოვანია. მის განხორციელებაში ჩართული იქნებიან უცხოელი და ქართველი მასწავლებლები. გარდა ამისა, პროგრამა როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით, ისე გასართობ აქტივობებს მოიცავს:
- TOEFL-ის მოსამზადებელი პროგრამა;
- სახალისო მეცნიერებები, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, კოდინგი) და მათემატიკა;
- ინგლისურენოვანი დებატები;
- კინო ჩვენებები და დისკუსიები;
- ფსიქოლოგის მასტერკლასები;
- სპორტული, სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები;
- და რაც მთავარია, ბევრი გართობა და საღამოს წვეულებები.
საზაფხულო სკოლის მიზანია, ბავშვების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა უსაფრთხო და პროგრესულ გარემოში, სადაც გათვალისწინებულია მათი ასაკობრივი თავისებურებები და ინტერესის სფეროები. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა აკადემიური, ენობრივი და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას.
ტრანსპორტირება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში საორგანიზაციო ჯგუფის მიერ უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა ტრანსპორტირება - საზაფხულო სკოლის დანიშნულების ადგილამდე და უკან. ბანაკის მონაწილეები იმგზავრებენ უსაფრთხოდ და კომფორტულად, რომელებსაც თან ეხლება ჯგუფის ლიდერი მასწავლებელი.
- მძღოლებს აქვთ ბავშვთა ჯგუფების გადაყვანის მრავალწლიანი გამოცდილება;
- ტრანსპორტს გავლილი აქვს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება;
- ტრანსპორტში სავარძლების რაოდენობა პროპორციულია ბანაკის მონაწილეთა რაოდენობის;
- ტრანსპორტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
- ტრასპორტი აღჭურვილია ცეცხლმაქრით და სხვა საჭირო ნივთებით.
პროგრესის საზაფხულო ბანაკის ლოკაციაა გოდერძის უღელტეხილი, სასტუმრო კი აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს:
- საცხოვრებელი ოთახები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილებით, ცენტრალური გათბობა/ გაგრილების სისტემით, ხანძარ საწინააღმდეგო სენსორებით და სხვა ყველა საჭირო და აუცილებელი ინვენტარით.
- საცხოვრებელი სივრცის, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი (გარდა საძინებლებისა და სველი წერილებისა) აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერებით.
- საცხოვრებელი სივრცის სრულ პერიმეტრზე გამართულად ფუნქციონირებს უსადენო ინტერნეტი (WI-FI);
- საცხოვრებელი სივრცე სრულიად აკმაყოფილებს ხანძარ საწინააღმდეგო პროტოკოლს, სივრცეში გვხვდება ცეცხლმაქრები, საევაკუაციო გასასვლელი, საევაკუაციო გეგმა, ბუნებრივი ან მხუთავი აირის გაჟონვის დასადგენი ავტომატური სისტემა;
- მონაწილეთა ოთახებში გადანაწილებისას გათვალისწინებულია მათი სქესი და ასაკი.
უსაფრთხოების მიზნით ჯგუფის ლიდერ მასწავლებელთან ერთად ადგილზე იქნებიან ექთანი და ფსიქოლოგი.
საზაფხულო ბანაკის თარიღები და ღირებულება
საზაფხულო ბანაკი 2 ნაკადად განხორციელდება:
1 ნაკადი
- განხორციელების პერიოდი: 1 - 10 ივლისი
- ფასი ერთ მოსწავლეზე: 2000 ლარი
მე-2 ნაკადი
- განხორციელების პერიოდი: 7 - 13 ივლისი
- ფასი ერთ მოსწავლეზე: 1500 ლარი
პროგრესელები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.
ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება და სასწავლო პროგრამა.
თუ განსხვავებულ ბანაკს ეძებ, გამორჩეული პროგრამითა და ღირებულებებით, პროგრესის საზაფხულო ბანაკი სწორედ შენთვისაა.