ისწავლე Front-end დეველოპმენტი პროგრესში უფასოდ
გამოიყენე იშვიათი შესაძლებლობა გახდე პროგრესელი და ისწავლო პროგრესში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით.
Front-end დეველოპმენტის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში ერთდროულად შეძლებ დაეუფლო პროფესიას და მიიღო საშუალო განათლება.
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ატესტატი და პროფესიული დიპლომი.
ვის შეუძლია პროგრამაზე სწავლა?
პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც დასრულებული აქვთ საბაზო საფეხური (მე-10 კლასი).
რა არის საჭირო პროგრამაზე მოსახვედრად?
საჭიროა 25 სექტემბრამდე გაიაროთ რეგისტრაცია ოფიციალურ პლატფორმაზე vet.emis.ge და გაიაროთ შიდა მოტივაციური გასაუბრების ეტაპი.
რეგისტრაციისას წარმოქმნილი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 577 08 29 07, ან გვეწვიოთ მისამართზე - ვ.შამილაძის ქ. 30 და თავად დაგარეგისტრირებთ.
რატომ Front end დეველოპმენტის ინტეგრირებული პროგრამა?
- სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო;
- 2 წელში იღებ სრული ზოგადი განათლების ატესტატს და პროფესიულ დიპლომს;
- სწავლის დასრულების შედეგ შეგიძლია დასაქმდე პროფესიით ან/და სწავლა გააგრძელო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- შეგიძლია ისწავლო თანამედროვე, ინოვაციურ სასწავლო გარემოში და ისარგებლო სკოლა პროგრესის ყველა სერვისით. (სხვადასხვა კლუბები/ აბიტურის კურსი/ უცხო ენის კურსი)
პროგრამის მიზანი - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - Front-end დეველოპერის მომზადება, რომელიც ფლობს ვებ გვერდის მომხმარებლის ინტერფეისისა და ინტერაქტიული ვებ გვერდის შექმნის უნარ-ჩვევებს, შეძლებს განახორციელოს ვებ გვერდის ოპტიმიზაცია, ვებ პროექტის ვერსიების კონტროლი და უზრუნველყოფს საკუთარ პროფესიული განვითარებას.
1. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- შექმნას ვებ გვერდის მომხმარებლის ინტერფეისი;
- შექმნას ინტერაქტიული ვებ გვერდი;
- განახორციელოს ვებ გვერდის ოპტიმიზაცია;
- განახორციელოს ვებ პროექტის ვერსიების კონტროლი;
- უზრუნველყოს საკუთარი პროფესიული განვითარება.
2. სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოდულები:
- ვებ გვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება;
- ვებ გვერდის სტილიზაცია Sass/scss პრე პროცესორის და Tailwind ფრეიმვორკის გამოყენებით ;
- ვებგვერდის ინტერაქტიულობისა და ეფექტების შექმნა JavaScript-ის საშუალებით;
- დინამიური ვებგვერდის შექმნა typescript-ის საშუალებით;
- ვებგვერდის ინტერაქტიულობისა და ეფექტების შემუშავება React-ის საშუალებით;
- ვებ გვერდის ოპტიმიზაცია;
- ვერსიების კონტროლი Git ტექნოლოგიის გამოყენებით;
- დარგობრივი ინგლისური ენა Front-end დეველოპმენტისთვის;
- პრაქტიკული პროექტი;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება;
- კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
- მათემატიკული წიგნიერება;
- მოქალაქეობა;
- მეცნიერება და ტექნოლოგიები;
- ესთეტიკა;
- სპორტი;
- უცხოური ენა ( ინგლისური ენა);
- მეწარმეობა;
3. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- საბაზო განათლება;
4. სწავლის ხანგრძლივობა:
- ინტეგრირებულ პროგრამა - 18 თვე;
5. განხორციელების მეთოდი:
- ინტეგრირებული- პირისპირ (დასწრებული) (მის. ქ. ბათუმი ვ. შამილაძის N30)